უკრაინის რადის დეპუტატი, ლიზა იასკო “ტვ პირველის ეთერში, ამბობს:
“ჩემ პირად ცხოვრებაში არის ორი ომი, ერთი ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ უკრაინაში და მეორე – მიხეილ სააკაშვილის, უკრაინის მოქალაქისთვის ომი.
მათი სახელები, ვინც უღალატა სააკაშვილს და არწმუნებდნენ პირადი სარგებლის გამო, მათზე ლაპარაკის დრო ახლა არ არის, იმიტომ რომ მოვუძღვნით მთელ ყურადღებას იმ ხალხს, რომლებიც არ იმსახურებენ. დარწმუნებული ვარ, ამ ხალხს თქვენ იცნობთ.
მოდით, ასე გეტყვით, ზოგ ადამიანს არ აქვს ქვეყნის მომავლის ინტერესი და აქვს პირადი კეთილდღეობის ინტერესი – ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ არაფერ ახალს არ ვამბობ, ჩემი გული ქართველ ხალხთანაა. ჩვენ საერთო მტერი გვყავს – რუსეთი. როცა ამის დრო მოვა, ეს სახელები გაჟღერდება, მაგრამ ეს არ არის საიდუმლო, ქართველმა ხალხმა იცის ამ ადამიანების სახელები. სააკაშვილი ძალიან კეთილი ადამიანია, ჰქონდა იმედი, მისი სამშობლოში დაბრუნებისას დაეხმარებოდა საქართველოს მომავალს, მაგრამ ზოგიერთმა ადამიანმა ის საკუთარი პირადი კეთილდღეობისთვის გამოიყენა. უფრო მნიშვნელოვანი დღეს სააკაშვილია, რადგან თუ ხვალ სააკაშვილი ცოცხალი არ იქნა, არავითარი მნიშვნელობა არ ექნება ამ საუბარს. იგი გამოიყენეს სხვა ადამიანებმა და ეს მდგომარეობა უნდა შევცვალოთ. არ დავასახელებ, იმიტომ რომ ამან შეიძლება ავნოს სააკაშვილის მდგომარეობას.
მიხეილ სააკაშვილის ინტერესი ქართულ პოლიტიკაში ნოლია, ერთადერთი რაც სურს, დაბრუნდებს თავის სახლში, იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეობაც აქვს. მას მხოლოდ ეს სურს და ვიმედოვნებ რომ ეს მოხდება. მისი მდგომარეობა მართლა ძალიან გაუარესდა, მისი ძმები, დედამისი, ადვოკატები ამბობენ, რომ სიტუაცია უარესდება და დიდი დრო არ გვაქვს დარჩენილი.
მერწმუნეთ, ქართული პოლიტიკის ენერგია ახლა არა აქვს, ეს ინფორმაცია მისგან მაქვს. ჭორები დადის, რომ კარგადაა, არ არის კარგად, სიარული უჭირს, უმეტესად წევს. ცუდ მდგომარეობაშია ფიზიკურად და მენტალურადაც არ არის მისი მდგომარეობა საუკეთესო.”
კომენტარები