მეტროსადგურ თავისუფლების მოედანზე პოლიციის ფორმიანი პირები აქციაზე მიმავალი მოქალაქეების გატაცებებს ცდილობენ.
მედიის წარმომადგენლებს თავისუფლების და რუსთაველის მეტროს დატოვებას სთხოვენ, თუმცა, ტვ პირველის ჟურნალისტი ამბობს, რომ ადგილს არ დატოვებს, რადგან კამერებთან გატაცებებს ერიდებიან.
ორივე მეტროსთან საქართველოს დროშიან ადამიანებს დასდევენ, ითხოვენ გაჰყვეს, გაჩხრეკისთვის, ან პირდაპირ იტაცებენ.
მოქალაქეებმა, ქალებმა, რამდენიმე ახალგაზრდის გადარჩენა მოახერხეს დაკავებისგან.
მოქალაქეები ჰყვებიან, რომ მათ სთხოვენ დროშის მოხსნას.
კომენტარები