ამოცანაა, რომ ადამიანებს, რომელთაც კორონავირუსის გამო შემოსავალი დაკარგეს, სახელმწიფო მაქსიმალურად დაეხმაროს, – ამის შესახებ პარლამენტის „ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის“ თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა.
„დღეს ჩვენი ამოცანაა, რომ ადამიანებს, რომელთაც კორონავირუსის გამო შემოსავალი დაკარგეს, სახელმწიფო მაქსიმალურად დაეხმაროს.
ჩვენ გვჭირდება ძლიერი სოციალური პაკეტი, რომელიც აუცილებლად მიმართული უნდა იყოს ყველაზე ღარიბი, ყველაზე მოწყვლადი ადამიანებისთვის, ბავშვების, მოხუცების დასახმარებლად.
იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც დღიურ შემოსავალზე იყვნენ დამოკიდებული, ეს შემოსავალიც მცირე იყო და დღეს საერთოდ აღარ აქვთ.
ჩვენ გვჭირდება ძლიერი სოციალური პაკეტი, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს ყველაზე შეჭირვებულ, მოწყვლად ადამიანებს“
კომენტარები