ბექა ნაცვლიშვილი – დამოუკიდებელი დეპუტატი
“ბევრი ადამიანი არის უმუშევარი, რომლებმაც სამსახური დაკარგეს პანდემიის გამოცხადებამდე. გეგმის მიხედვით, ამ ადამიანებს არანაირი დახმარება ეკუთვნით, რადგან არც ფორმალურად დასაქმებულები არიან და არც არაფორმალურად დასაქმებულები.
შესაძლოა, არც სოციალურად დაუცველებიც არ არიან, რომ რაიმე სახის დახმარება მიიღონ.
ასეთი ადამიანები უფრო უარეს მდგომარეობაში არიან, ვიდრე სოციალურად დაუცველები. ანუ, ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე დარჩა დახმარების გარეშე. იმიტომ, რომ როცა ასეთი სისტემა გაქვს, როცა არაფორმალური დასაქმების მაჩვენებელი გვაქვს ძალიან მაღალი, მაშინ თუ ეს დახმარება საყოველთაოდ არ გააკეთა, რაც ნიშნავს რომ ყველა უმუშევარ ადამიანს თანაბრად დაეხმარო, მაშინ შენ ძალიან ბევრ ადამიანს უბრალოდ სჯი. ესაა დასჯა ნამდვილად.”
მეტრონომი
კომენტარები