ჟურნალისტი, ვახო სანაია, სოციალურ ქსელში, წერს:
“როცა ადამიანს კლავენ და ამ ფაქტის დამალვა უნდათ, მტკიცებულებას შეგნებულად ტოვებენ ხოლმე გამოსაჩენ ადგილზე, მოდით მალე დამიჭირეთო ? ჩანთას ვგულისხმობ. ადამიანი გადააგდეს წყალში და ჩანთა დაენანათ ?
გავაგრძელოთ…
თუ ხუთივე თავდამსხმელი ჩავიდა მდინარებდე, ხევში. როგორ უთავსდება ეს ამბავი გურამ ამირხანაშვილის ჩვენებას, რომელიც ფერად სახლთან იმალებოდა ?
გურამ ამირხანაშვილის ჩვენებიდან:
კითხვა: როდესაც ბუჩქებში ჩავარდი, საიდან მიხვდი, რომ დაგეძებნენ დადევნებული პირები ?
პასუხი: ბუჩქებში ჩავარდნის დროს ვიყავი ჩუმად და მესმოდა ხმები, სად წავიდნენო და ძებნის დროს დამადგა თავზე სამი პიროვნება, რომლებსაც ავუხსენი, რომ მე არაფერ შუაში ვიყავი…
ახლა ლოგიკურად ვიკითხოთ – თუ მდინარესთან ჩაჰყვა შაქარაშვილს 5 ადამიანი, ამირხანაშვილს როგორ ესმოდა მათი საუბარი ფერად სახლთან ? თუ ხუთივე იყო ხევში, ამირხანაშვილს სამი რატომ დაადგა თავზე ? დანარჩენი ორი სად იყო ამ დროს ? გავაგრძელოთ…
ისევ ამირხანაშვილი:
…ძებნის დროს დამადგა სამი პიროვნება… რა დროსაც მოვიდა იგივე მანქანა და იქიდან გადმოვიდა სამი პიროვნება, რის შემდეგაც წამიყვანეს თბილისში.
ახლა კიდევ ერთი ლოგიკური შეკითხვა: თუ ხუთი ადამიანი ჩაჰყვა შაქარაშვილს მდინარემდე, სამი ადამიანი როგორ გადმოვიდა მანქანიდან ფერად სახლთან ? როდის ჩაჯდა ორი მათგანი ტოიოტაში, რომელიც რამდენიმე წუთი გაჩერებული იყო სამრეცხაოსთან, სადაც ჩხუბი დაიწყო ?”
კომენტარები