პარტია “საქართველოსთვის” ერთ–ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი:
ოცნებაში ხომ ყველა გაფუჭებაზეა გადასული, ძირითადად ამაზე მიდის შეჯიბრი. ამ მხრივ, ძალიან „საინტერესო“ როლი ერგო შალვა პაპუაშვილს. გარდა იმისა, რომ მის სახელს უკავშირდება ბოლო დროის ყველა ანტი-დემოკრატიული, ადამიანის უფლებების შემზღუდავი კანონი (რუსული კანონის ჩათვლით), ოცნებამ მას დააკისრა დასავლელი პარტნიორებისთვის თვალებში ნაცრის შეყრის და წინასაარჩევნოდ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე თავდასხმის ფუნქცია. პაპუაშვილი მიზანმიმართულად და სისტემურად მუშაობს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე მცდარი წარმოდგენების შექმნაზე, ადგილობრივი არასამთავრობო და უცხოური დონორი ორგანიზაციების დისკრედიტაციაზე. შემდგომ ამ ყველაფერზე დეზინფორმაციით გაჯერებულ წერილებს აქვეყნებს.
სხვა საკითხია აღწევს თუ არა შედეგს (ოცნებას გარეთ თუ შინ აღარავინ უჯერებს), მაგრამ ფაქტია, წინასაარჩევნოდ ეს ადამიანი იქნება ოცნებიდან ერთ-ერთი წამყვანი „ყველაფრისმკადრებელი“ და ყველაფერზე ხელის მომწერი.
კომენტარები