საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, გიორგი ფხაკაძე, ეხმაურება ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ “ვაქცინებები ჯერ არ გაფუჭებულა თვის ბოლომდე აქვს ვადა, რაც შეეხება ძველ ნაშთებს, ეს ძველი ნაშთები ნაჩუქარია და ფინანსურად არაფერი გვიზარალია.”
გიორგი ფხაკაძე:
“ეს არის კლასიკა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჯანდაცვის მინისტრს უნდა ჰქონდეს სამედიცინო განათლება და ექიმად მუშაობის გამოცდილება
მინისტრს ჰგონია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო კარტოფილის ბოსტანია ?! ვინმე მრჩეველი აღარ დარჩა ახლომახლო? რას ჰქვია, “ფინანსურად არ გვიზარალია”? ჯანდაცვაში ზარალი ითვლება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობით. ადამიანი კარტოფილი არ არის, ბატონო მინისტრო
ამ განცხადებით თქვენ აჩვენეთ თქვენი და თქვენი გუნდის არაკომპეტენტურობა
”პოლიტიკური” შეფერილობებისგან გთხოვთ, თავი შეიკავოთ კომენტარებში, გინდა ლურჯი იყო, გინდა წითელი პროფესიონალიზმი და კომპეტენცია არის ამაზე მაღლა, რასაც ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ
ამ ქვეყანას სჭირდება ჯანდაცვის სამინისტრო(ამჟამად ასეთი არ გვაქვს)
მინისტრი უნდა იყოს არაპარტიული, არაკორუმპირებული, ექიმი ტექნოკრატი”
კომენტარები