მწერალი მერაბ შათირიშვილი გიორგი რურუას შეწყალებას ასე ეხმაურება:
,,მე-XX საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს ადამიანის მკვლელობა დამწამეს, წელიწადი და 8 თვე სახელმწიფო მანქანას ვებრძოდი, ჯოჯოხეთი გავიარე, სულმნათი ნოდარ დუმბაძე რომ არა, დღეს შესაძლოა ცოცხალიც არ ვყოფილიყავი… დღემდე დამდევს აჩრდილივით ეს ბრალდება, წარმოიდგინეთ, ჟორიკა რურუა შეიწყალეს და სინდისი არ აწუხებს, თავს დაჩაგრულად გრძნობს… წარმოიდგინეთ, უსამართლობა, ხელისუფლების დამოკიდებულება, შესაძლოა მართალი ადამიანი მკვლელად აღიაროს და აწამოს, ხოლო მკვლელი შეიწყალოს და მართალ ადამიანად აქციოს… აი, უსამართლობა ქვეყნისა, ხელისუფლებისა და ხალხისა, რა, ვერ არჩევთ ალალსა და ბოროტს? არჩევთ, მაგრამ, თქვენ მზად ხართ რურუებს საკმეველი უკმიოთ, ხოლო მართალ ადამიანს უმძიმესი ცოდვა დასწამოთ…”
კომენტარები