“ტვ პირველის” დამფუძნებელი ამბობს, რომ ხელისუფლება მას მამის სიცოცხლით ევაჭრება. მიზანი კი მისივე თქმით. კრიტიკული ტელევიზიის გაჩერება და ზეწოლაა.
განცხადება წერეთელმა კლინიკაში გააკეთა, სადაც ხანგრძლივი და ფორსირებული დაკითხვების შემდეგ ბიზნესმენი ავთო წერეთელი უგონო მდგომარეობაში შეიყვენეს.
ბიზნესმენს ფულის გათეთრებას ედავებიან, თუმცა წერეთლების თქმით, საქმეს პოლიტიკური სარჩული აქვს.
“ჩემს ოჯახს სიცოცხლეშივე გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი. გუშინ გადავრჩით. ბრძოლა კი გრძელდება უკეთესი ქვეყნისთვის და უკეთესი საქართველოსთვის. ეს მხოლოდ ჩემი ოჯახის ბრძოლა არ არის, ეს ბრძოლაა უკეთესი მომავლისთვის.
პირადად ამ ტელევიზიისთვის ადამიანის ცხოვრებით და ჯანმრთელობით მევაჭრებიან”- აცხადებს ვატო წერეთელი.
რაც შეეხება პაციენტის მდგომარეობას, მედიკოსების თქმით, ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ანალიზებში ცვლილებები შეინიშნება.
კომენტარები