სამოქალაქო აქტივისტი ნიკო მიქაია სერგეი კასიანოვის განცხადებაზე:
„უკრაინა საქართველოსგან ითხოვს 2008 წელს ჩვენთვის გადმოცემული ბუკების უკან დაბრუნებას!
ეს არის სრული კატასტროფა, რის წინაშეც დაგვაყენა ქართული ოცნების ხელისუფლებამ!
1. ასე იცის მოძმე ერისთვის ზურგის შექცევამ! მტერზე ფსონის დადებამ და ისტორიული მოკავშირის ლანძღვამ, რომელიც შენს ისტორიულ მტერთან არის ომში!
2. ქართულმა ოცნებამ ხელიდან გაუშვა შანსი ახლა გვქონოდა დასავლური, ნატოს სტანტარდების იარაღი საბჭოთა შეიარაღების ნაცვლად! ჩვენი იარაღის უკრაინისთვის გადაცემით ამერიკა შეგვაიარაღებდა დასავლური იარაღით, რაზეც ქართულმა ოცნებამ უარი თქვა და დაგვიკარგა ეს შანსი!
3. ჩვენი საჰაერო თავდაცვა რჩება სრულად შიშველი! უკრაინა იყო სახელმწიფო, რომელიც ბოლომდე ფაგვიდგა გვერდში 2008 წელს! გადმოგვცა ბუკები! უკრაინაში ერთი წელია ომია და ჩვენმა ხელისუფლებამ საკუთარი ძმაკაცისთვის ღალატის გარდა არაფერი გააკეთა ამ ერთი წლის განმავლობაში! ახლა კი უკრაინა უკვე ოფიციალურად ითხოვს ამ იარაღს უკან! რა მოცემულობის წინაშე ვართ? ხვალ და ზეგ რუსული თვითმფრინავები რომ შემოვიდნენ ისევ საქართველოს დასაბომბად, მოგვიწევს ქვები ვესროლოთ ან კენჭები, სხვა არაფერი გვექნება სასროლი!
4. ყველაზე დიდი კატასტროფა კი ის არის, რომ ჩვენი საბჭოთა ტექნიკისთვის საბრძოლო მასალებს და ნაწილებს ჩვენ ვყიდულობდით უკრაინიდან, ჩეხეთიდან, უნგრეთიდან და სლოვაკეთიდან! უნგრეთის გარდა ყველა ზემოთ აღნიშნული სახელმწიფო წყვეტს საბჭოთა იარაღის წარმოებას! უნგრეთიდან კი ჩვენი იმპორტი იყო მინიმალური და ორბანის და პუტინის ურთერთობიდან გამომდინარე შეიძლება არც მოგვცეს ეს იარაღი! ანუ გვექნება საბჭოთა იარაღი და მოგვიწევს საბრძოლო მასალები ვიყიდოთ რუსეთიდან! ადამიანურ ენაზე რომ ვთქვა, ხვალ რუსეთმა რომ გადაწყვიტოს სამხედრო გზით შემოვიდეს საქართველოში, თავსაც კი ვერ დავიცავთ თუ რუსეთიდან არ ვიყიდით ტყვია წამალს! ანუ რუსმა უნდა მოგვყიდოს საკუთარი მოსაკლავი ტყვია, ხვდებით ალბათ რა პარადოქსიც არის!
დიახ მეგობრებო! აი ამ დღეში ვართ! აღარ არსებობს ფაქტობრივად საქართველოს სახელმწიფო და ვართ ბედის ანაბარა დარჩენილი ქართული ოცნების ხწლისუფლების ხელში!
ავიტანოთ, შემოვუშვათ, ბინები მივაქირაოთ, ელარჯები ვუწელოთ და ხაჭაპურები ვუცხოთ!
სერგო ორჯონიკიძეს სხვა კი არაფერი უქნია
კომენტარები