“ენმ”-ის ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“გასაოცარია, განცხადებამ, რომ ადამიანისთვის თავზე ნაგვის დაყრა მიუღებელია, მსგავსი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ამიტომ მათთვის, ვინც ვერ გაიგო, ითხოვს, რომ ბოდიში მოვიხადო და ა.შ. კიდევ ერთხელ, ძალიან მკაფიოდ ვიტყვი:
– არასდროს, არანაირ ვითარებაში და არავისთვის, თავზე ნაგვის დაყრას არა აქვს გამართლება. არ არსებობს “მაგრამ,” არ არსებობს არანაირი გარემოება, რომელიც ამართლებს ადამიანზე ძალადობას და მისი ღირსების შელახვას, მიუხედავად იმისა, რას ვფიქრობ ამ ადამიანზე ან მის საქციელზე.
ადამიანზე უკნიდან მიპარვა და თავზე ნაგვის დაყრა არაა გმირობა, ლაჩრობაა.
“არ არსებობს დანაშაული, რომელიც ბრბოს მიერ განხორციელებულ მართლმსაჯულებას იმსახურებს” – აბრაჰამ ლინკოლნი. ადამიანებისთვის თავზე ნაგვის დაყრა, სწორედ ბრბობს მართლმსაჯულების ლოგიკიდანაა. ამიტომ არასოდეს, არავისთან მიმართებაში და არსად გავამართლებ.
გმადლობთ ყურადღებისთვის. ვისაც არ მოგწონთ ეს პოზიცია, აქ კომენტარების წერით თავს ნუ დაიღლით, არაა ჩემთვის საინტერესო თქვენი აზრი, ვერ გადამარწმუნებთ, ჩემი მსოფლმხედველობა დიდი ხანია მკაფიოდაა ჩამოყალიბებული.”
კომენტარები