გამომცემლობა “კალმოსანის” დამფუძნებელი, ხვიჩა ყალაბეგაშვილი:
“რუსებით ხომ არი გადაძეძგილი ბათუმი, ყველგან ხომ ეგენი არიან, სადაც რამე იჭმება, ისმება და ტაშ-ფანდურია… ბათუმის მუზეუმში მომიწია რამდენიმე დღე ყოფნა, სადაც ლევან სონღულშვილის საოცარი ნახატია გამოფენილი, დღეში სამასი ვიზიტორიდან 3 რუსს ან ნახავთ, ან ვერა… გუშინ ბათუმში, უკრავდა მსოფლიო მასშტაბის არტისტი, ბექა გოჩიაშვილი, კორძისთან და ცაგარელთან ერთად, ასობით მსმენელში, 3 რუსს ან ნახავდით, ან ვერა… აგვისტოში, ალბათ 100 000 რუსზე მეტია ბათუმში, ყველგან ეგენი არიან, მაგრამ თუ ვინმეს მათი ნახვა არ უნდა, უნდა მოძებნოს სივრცე, სადაც მაღალი ხელოვნება, ან გემოვნებიანი გართობა ვიბრირებს, ეგეთ სუბსტანციას, ეგენი ძაან ერიდებიან, სუსხავთ… ვიღაც პიტალოები, თავისი საბჭოური ჩაბეტონების შლეიფად: დოსტოევსკის, რახმანინოვს და კანდინსკის რომ არახუნებენ, გაეშვით მაგათ… ჭეშმარიტად გეუბნებით, საინტერესო რუსებთან ჩვენ ,,სტუმრებს” არაფერი აქვთ საერთო, ესენი არიან ჯაყოს ტიპის, იმპერიალსტი, შემთხვევით გამდიდრებული ბოგანოები…”
კომენტარები