დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, „ფაიზერის“ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია გაიარა 8000-ზე მეტმა ადამიანმა.
თუმცა რეგისტრაციის პირველივე დღეს, 16 აპრილს, რეგისტრაციის მსურველების ნაწილს პრობლემა შეექმნა კლინიკაში 3-4 კვირის ვადაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რადგან ადგილები შეივსო და სისტემა აღარ არეგისტრირებდა მათ.
“გარკვეული ტექნიკური შეზღუდვები დაკავშირებულია 30.04-3.05-ის პერიოდში ვაქცინაციის შეჩერებასთან, სააღდგომო არდადეგების გამო.
ყველა იმ პირისთვის, ვინც მიიღო ფაიზერის ვაქცინის პირველი დოზა, დარეზერვებულია ვაქცინის მეორე დოზა.
ყველაფერი კეთდება რეგისტრაციის ტექნიკური სირთულის დასაძლევად! ვაქცინის მეორე დოზა ყველა თქვენგანისთვის დროულად და რეკომენდებული ვადების დაცვით იქნება ხელმისაწვდომი”, – წერია დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებაში.
და მაინც, “ადგილები შეივსო და სისტემა აღარ არეგისტრირებდა მათ”, “სააღდგომო არდადეგების გამო”, თუ “რეგისტრაციის ტექნიკური სირთულე”? – რომელია ამ სამიდან? ავირჩიოთ, რომელი პასუხიც გვაწყობს?
მთავარ კითხვაზე: – როდის აღმოიფხვრება პრობლემა – დაავადებათა კონტროლის ცენტრს (რადიო თავისუფლების ინფორმაციით) პასუხი არა აქვს!
კომენტარები