დღეს საქართველოს პროკურატურამ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით. განცხადების შემდეგ, პროკურატურის წარმოადგენელმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, კითხვას მოიპოვებს თუ არა პროკურატურა, ბაჩალიაშვილის მანქანის პოვნის ადგილის სატელიტურ ფოტოებს და დრონის კადრებში არის თუ არა ის ადგილი გადაღებული, სადაც ავტომანქანა 22 ივლისს იქნა ნაპოვნი ცხედართან ერთად, პროკურატურა ასე პასუხობს:
“რაც შეეხება სატელიტებს, საქართველოს პროკურატურას კომუნიკაცია გააჩნია კომპანიებთან, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ სატელიტური ფოტოების გადაღების, მეზობელი და ევროპის ქვეყნების კომპანიებთან გვაქვს კომუნიკაცია და ველოდებით, რომ გვექნება სატელიტური ფოტოები ადგილის.
რაც შეეხება დრონის კადრებს, დრონის კადრები საქმეზე მოიპოვება და არის და ოჯახი გაეცნო ამ კადრებს – ასე რომ ამ საქმეზე დრონის ჩანაწერები არსებობს.
დრონის ჩანაწერები შეეხება კონკრეტულად იმ ტერიტორიებს, სადაც ვიდეო ჩანაწერების მიხედვით დაფიქსირდა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა და ასევე იმ მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ნახეს ბაჩალიაშვილი 18 ივლისს აღნიშნულ ტერიტორიაზე. ის ადგილი, მაწევანი, არის სხვა ტერიტორია, პერიოდულად ხდებოდა ყველა იმ მიმდებარე ტერიტორიის შესწავლა, შესაბამისად, კონკრეტულად ამ ადგილის ჩანაწერი დრონის ჩანაწერებში არ ფიქსირდება.”
კომენტარები