ირაკლი ჩანქსელიანი სოციალურ ქსელში, ჯგუფში, ქალაქის პრობლემები, წერს:
თბილისი-რუსთავის გზატკეცილზე, ქვემო ფონიჭალაში დააყენეს კამერა შუქნიშანზე, პრობლემა რაშია:
შუქნიშანი არის ორ მხარეს, კამერა უყურებს მხოლოდ 1 მხარეს, როცა ერთი მხარე წითლდება, მეორე მხარეზე ისევ მწვანე ანთია, ადამიანები გადიან მწვანეზე, კამერის მხარეს ისევ წითელია და მისდით ჯარიმები, ასობით ადამიანი დაჯარიმდა უკვე.ფაქტი ცნობილია მინიმუმ 2 კვირაა, მაგრამ კაციშვილი არ მოსულა გასასწორებლად.
აქ მაინც შეიბერტყეთ ყური, ყანად იქცა ქვეყანა.თბილისის მერია / Tbilisi City Hall
კომენტარებში წერენ:
27 დეკემბერს დამაჯარიმეს ზუსტად ამ ადგილას, სამწუხაროდ გადავიხადე უკვე
შინაგან საქმეთა სამინისტროც დათაგეთ, მე დამბლოკეს კრიტიკული კომენტარების გამო
არც გაასწორებენ, ვინც ასაჩივრებს უუქმებენ, ვისაც დრო არ აქვს ან ეზარება იხდის, ძაან ბევრია შესული გასაჩივრებაზე მაგრამ ფულის საჭრელი დაზგაა.
ასევე პრობლემურია კამერის არსებობის მაჩვენებელი აბრების განთავსება – ბევრგან ზედ კამერის ქვეშააა მხოლოდ – რა კანონდარღვევაა !!! გამაფრთხილებელი ნიშნები რა მანძილზე უნდა იყოს კამერიდან ეს რეგულირდება წესებით !!!
ყველას უნდა ჩამოეწეროს ჯარიმები მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რომლის განმავლობაშიც გრძელდებოდა ასეთი შეუსაბამობა ნიშნებში, რაც არასამართლიანი დაჯარიმების მიზეზი ხდებოდა. დააფიქსირებინეთ ფაქტი და გადახდილი დაიბრუნეთ უკან.

კომენტარები