“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” ადიგენის მერიაში ინტერესთა შეუთავსებლობასა და კორუფციის პრობლემებზე საუბრობს.
უფრო კონკრეტულად, ადიგენის მერის, გოჩა ქიმაძის ძმა, ჯემალ ქიმაძე 2021 წლიდან დღემდე ააიპ “ადიგენის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის” დირექტორია. ეს “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონით თანამდებობრივი შეუთავსებლობაა. ჯემალ ქიმაძე ააიპ “ადიგენის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის” დირექტორად მერად გოჩა ქიმაძის არჩევამდე, ხუთი თვით ადრე დანიშნეს.
გოჩა ქიმაძე ადიგენის მერის უფლებამოსილების განხორციელებას 2021 წლის 28 ოქტომბრიდან შეუდგა, თუმცა, მას ააიპ-ის დირექტორის პოზიციაზე ძმა არ შეუცვლია.
TI-ის ცნობით, ჯემალ ქიმაძის დანიშვნის შემდეგ კი მისმა შვილმა, ჯუმბერ ქიმაძემ ადიგენის მერიისგან პირდაპირი შესყიდვებით 103 829 ლარი მიიღო.
კომენტარები