მას შემდეგ, რაც ფილმების არალეგალური საიტი adjaranet.com გაითიშა, ინტერნეტსივრცეში ახალი პლატფორმა adjaranet.to გამოჩნდა, მსგავსი დიზაინით, სახელითა დაკონტენტით. ამასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა “აჭარანეტის” წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ adjaranet.to მათ არეკუთვნით.
“საიტი, რაც გავრცელდა – adjaranet.to ჩვენ არ ვართ. სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ არ ვბრუნდებით. იმედი მაქვს, ერთმანეთს მალე შევხვდებით“, – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი tiktok-ზე გავრცელებულ ვიდეოში.
ცნობისთვის, 24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ კიდევ ერთხელ მიმართა იმ ვებ-გვერდებს, რომლებიც ფილმებსა და სერიალებს არალეგალურად ავრცელებენ და საკუთარი პლატფორმების ამგვარი ნაწარმისგან გათავისუფლება დაავალა.უკვე რამდენიმე დღეა, რაც ფილმების არალეგალური საიტები adjaranet.com და imovies.cc არ მუშაობს, თუმცა, საიტების გათიშვასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.ამ ყველაფერს კი წინ უსწრებდა პირველი ლეგალური ქართული ონლაინ კინოთეატრის Cavea Plus-ის შექმნა, რომელიც ჯერჯერობით საცდელ რეჟიმში მუშაობს, შემდეგ კი, საიტის მოხმარება შეზღუდული კატალოგით უფასო იქნება, ხოლო კონტენტის ნაწილი გამოწერისა და ყიდვის პაკეტებში გადაინაცვლებს და ყოველთვიურად 9 ლარი ეღირება, საიტზე ასევე შესაძლებელი იქნება ახალი ფილმების ან ფრენჩაიზების შეძენაც.
კომენტარები