მწერალი პაატა ქურდაძე:
„არაფერი წმინდა აღარ დაგვრჩა რა… ადრე ძველით ახალ წლამდე ერთმანეთის პახმელიას მაინც ვცემდით პატივს .. რა უბედურებაა ბედობიდან დაწყება.. კარგი რა..რა დროს ლიბერალიზმი და კონსერვატიზმია.. ან ხალადეცივით მოთანთალე სიტყვის თავისუფლება!..ხუთი წუთით შემოვიხედე და შემეშინდა…ვინ ვის ეჩხუბება ან რატომ ვერ გაიგებ!…ჩამოყალიბდით ვინ საით ხართ, მერე წესიერად გაიყავით და ისე მაინც იჩხუბეთ.. ორგანიზებულად, როგორც ძირძველ ევროპელ ერს შეეფერება!
პოლარიზებული საზოგადოება არა პინგვინი!.. ასეთი დეპოლარიზებული და დეზორიენტირებული არავინ და არაფერი მინახავს ცხოვრებაში!… ერთხელ ვესტიბულარული აპარატის ანთება მქონდა – გახსენებაც არ მინდა: გარშემო ყველაფერი გაუჩერებლად და სწრაფად ტრიალებდა ყველა მიმართულებით!… ასეთ ცუდ დღეში არასდროს ვყოფილვარ, დაოთხილი ვხოხავდი სახლში რამდენიმე დღე, ვერაფერს ვერ ვაგნებდი, სულ რაღაცას ვეჯახებოდი და გამუდმებით გულისრევის შეგრძნება მქონდა… აი მგონი ზუსტად ეგ ჭირს ამ ხალხს .. კოლექტიური ვესტიბულარული აპარატის დისფუნქცია…“
კომენტარები