თამთა ნიგურიანი:
“ადრე რომ დავბადებულიყავით მე და ფეისბუქი:
ვაჟა იქნებოდა ჩემი ქრაში-უქრაშესი.
გალას ხან დავგულავდი, ხან დავსედავდი, ხან გავიფიქრებდი, მო@@ნა ტვინი პოეზიით ამ ბიჭმა.
შოთას სტატუსებს სულმოუთქმელად დაველოდებოდი.
თამარს ჩატში მივწერდი, დროზე გააჯმეინე გიორგირუსს, ქალო, რას ეკლეინები-მეთქი.
ერეკლეს უზარმაზარ პოსტს მივუძღვნიდი, არ ენდო ტოტლებენს და გეორგიევსკის ტრაქტატი იქ გაუკეთე რუსებს, სადაც საჭიროა-მეთქი.
ტატოს ვანუგეშებდი.
გრიგოლ ორბელიანს და ალექსანდრე ჭავჭავაძეს ჯერ ვეჩხუბებოდი და მერე დავბლოკავდი.
ილია ჭავჭავაძესთან იშვიათად დავაკომენტარებდი და თუ კომენტარს დამიგულავდა, მთელი დღე გახარებული ვიფრენდი.
ეკატერინე გაბაშვილს მადლობას ვეტყოდი, ღვინია გადაიჩეხას პოსტის ქვეშ დავუწერდი, რას მერჩოდი, რატომ ამატირე, გოგოო…
ეგნატე ნინოშვილს ვეჩხუბებოდი, ჩვენი გაგვჭირვებია, რას გვაბღავლებ ყოველდღე-მეთქი.
კლდიაშვილს მივწერდი, არ დაინდო ეს შემოდგომის აზნაურები, რა ენა გაქვს, პროსტააა ))) …
შიო არაგვისპირელს დავუკომენტარებდი, შენ უნდა წერო, შიოოო
გიორგი წერეთელს ვურჩევდი ნაკლები ეღნავლა ესმაზე და ცხოვრება გაეგრძელებინა.
აკაკისთან ჯიგრულად ვიძმაკაცებდი, სახინკლეში ვივლიდით ერთად, დავლევდით და მთვრალს მოვუსმენდი, დაკარგულ სულიკოზე აკვნესებულს.))
ვარსქენ პიტიახშს ორივე ექაუნთს დავურეპორტებდი, ქრისტიანულს და არტოშანულს.
დავით აღმაშენებელს დავიმატებდი, მაგრამ რა აზრი ექნებოდა, კაცი ხან ეპისკოპსების აზრზე მოყვანითაა დაკავებული, ხან თავგასული ფეოდალების, ხან ყივჩაღებისთვის ჯავშნის სასტუმროებს და ხან თბილისის დაბრუნებისთვის იბრძვის, მოკლედ დაკავებული კაცია და საფეისბუქოდ არ სცალია.
კირიონის კედელზე შევიდოდი დღეში ასჯერ.
ქარჩხაძის და ოთარ ჭილაძის უახლოესი დაქალი ვიქნებოდი, აი ფბზე რომ დაუმეგობრდები, მერე კაფეში ხვდები და რეალური მეგობრობაც იწყება, ასე.
მიხეილ ხერგიანს დავუწერდი კომენტარებს, კიდევ გვასახელე, ბიჭო, ფრთხილად იყავი ოღონდაც.
მოღალატე ქართველებს უბრალოდ დავბლოკავდი.
ზოგს გავლანძღავდი დაბლოკვამდე.
გიორგი სააკაძესთან ბევრ კითხვას დავსვამდი და შაჰ აბასის კედლეზე დავწერდი, აბას ხულიოს.
დუმბაძეს ცოლად გავყვებოდი, იმიტომ რომ ქმარი ცოლს ყოველთვის უნდა აცინებდეს
ნიკო ლორთქიფანიძეს ბავშვს მოვანათვლინებდი და ყოველკვირას ვახშამზე დავპატიჟებდი
ისტორიული და ჟანრობრივი ქრონოლოგია არ ეძებოთ, ფანტაზიის სფეროა, არ სჭირდება სიზუსტე.”
კომენტარები