ადვოკატი, კახა შონია:
დაკავების შემთხვევაში, ადვოკატის მოსვლამდე არ ამოიღოთ ხმა
გაუძელით ნებისმიერ ზეწოლას, ისე არავინ გცემთ, რომ საციხოდ გაიხადონ საქმე, ამ ბოლო დროს გახშირებულია გაშლილი ხელებით ცემა, ეგ არაფერი, ამის გამო არ მოკვდებით და გაუძელით
არ დაიჯეროთ ის, რომ არაღიარების შემთხვევაში ნარკოტიკს ჩაუდებენ თქვენს ახლობელ ადამიანს, ჩადება მასე ადვილი არ არის და ამას რიგითი პოლიციელი ვერც გადაწყვეტს და ვერც გაბედავს
თუ უარს გათქმევინებენ ადვოკატის მომსახურებაზე (ასეთი ფაქტებიც გახშირებულია), ესეც არაფერი, დაკავებას მკაცრად განსაზღვრული ვადები აქვს და დიდ ხანს ვერ გაგაჩერებენ
არ დაუჯეროთ პოლიცილების არანაირ დაპირებას, რომ აღიარების შემთხვევაში, გაგიკეთებენ შეღავათებს. არ დაუჯეროთ, არც იმას, რომ “იმან აღიარა და შენს დუმილს რა აზრი აქვს”, არ დაუჯეროთ, რომ უამრავი მტკიცებულება აქვთ თქვენს წინააღმდეგ. შესაძლებელია გაჩვენონ სხვა და სხვა სახის ვიდეო ჩანაწერი, არც ამას დაუჯეროთ
მოკლედ, ადვოკატის მოსვლამდე დამუნჯდით, არავინ მოგკლავთ და გაგატყავებთ, ამის გარანტიას მე გაძლევთ
ჩვენ ღმერთები არ ვართ და უკვე გაფუჭებულ საქმეებზე ძალიან გვიჭირს თქვენი დახმარება
კომენტარები