მწერალი, ლუკა ბაქანიძე, სოციალურ ქსელში, გვერდზე, Lukrecio Bakanidze, წერს:
სადღაც მარნეულის გადაღმა მიყრუებულ სოფელში აღმოვაჩინე რო დასალევის წაღება დამავიწყდა. არიქა შევვარდი რაღაც შენობაში, რაც მაღაზიას წააგავდა და მაღაზია გამოდგა მართლა. ოღონდ ვერ ვცნობ ვერცერთ პროდუქტს, ვერც იარლიყებს, ვერც იმას, რა ენაზეა წარწერები ზედა. გამყიდველი აზერი ჯეილია და ვუხსნი რო ალკოჰოლი მინდა. ნუ მიხვდა და გააძრო ბიდონი, სანახევროდ სავსე.– ვოდკაა? – ვეკითხები.– კი კი ვოდკა ვოდკა, – მპასუხობს.– სპირტია ალბათ ხო წყალგარეული.– კი კი სპირტი სპირტი, – მპასუხობს.– ხო არ მომკლავს ესა?– კი კი მოგკლამს მოგკლამს, – მარწმუნებს.აეგეთი გულწრფელი გამყიდვლები მისცა ყველა სპარსა და ნიკორას.
კომენტარები