„ხალხის ძალის” მიერ მომზადებული კანონპროექტი უცხოური აგენტების გამოსავლენად ე.წ. დასმენის მექანიზმსაც ითვალისწინებს.
უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილი იქნება, ნებისმიერ დროს განახორციელოს საკითხის სათანადო კვლევა და შესწავლა – მონიტორინგი.
მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება:
- იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება;
- იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს კონკრეტულ უცხოური გავლენის აგენტთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას.
მონიტორინგის განხორციელების მიზნით, იუსტიციის სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ პირს უფლება ექნება, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემი.
ერთი და იმავე სუბიექტის მიმართ მონიტორინგის განხორციელება დასაშვები იქნება 6 თვეში მხოლოდ ერთხელ.
წყარო – პუბლიკა
კომენტარები