მწერალი, ირაკლი კაკაბაძე, რომელიც დღეს სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა, აქვეყნებს ვიდეოებს და წერს:
დღეს გამოვლინდა კიდევ ერთხელ ბიძინას სასამართლოს ‘სამართლიანობა’ – მე გამამტყუნეს პოლიციელის შეურაცხყოფაში და გინებაში, მიუხედავად იმისა რომ წარვადგინეთ რამოდენიმე ვიდეო ნივთმტკიცება იმისა რომ დაკავების მომენტში არავითარ გინებას პოლიციის მიმართ ადგილი არ ჰქონია.
“ვინც არ დამიჭიროს, ის იყოს თეოდორ რუზველტი” სასამართლომ “დედის მიმართულებით გინების” ტოლფასად ჩათვალა.
აგრეთვე სასამართლოზე არ გამოცხადდა მთავარი მოწმე, რომელმაც არანახული ძალადობა ჩაიდინა არა მარტო ჩემს, არამედ აქციის სხვა მონაწილეების მიმართ.
ჩვენ ვაპირებთ რომ ეს საქმე სტრასბურგში წავიღოთ, რათა პასუხი აგოს მევახშეების რეჟიმის დამცველმა პოლიციურმა რეჟიმმა. აგერ აქ არის კადრები, თუ როგორ ‘მაკავებს’ სრულიად უმიზეზოდ ვაკე-საბურთალოს პატრულის ერთ-ერთი უფროსი (და არა ის ორი მოწმე, რომელიც სასამართლოზე მოიყვანეს – როგორც ამბობენ მისი სახელია ლაშა სალუქვაძე) და როგორ არის უკვე დაწყებული კეკელიძის ქუჩის ფეხით სავალ ნაწილზე მშვიდობიანი დემონსტარნტების პირდაპირი მნიშვნელობით წამება-აოხრება.
მთავრობა აგრძელებს საქართველოს მოსახლეობის გენოციდს და გამოსახლება-ახორების პროცესს ამ ქვეყნის ძირძველ მოქალაქეებზე. ჩვენ უკან არ დავიხევთ. მევახშეების მთავრობა კედელს შეასკდება. აი, იხილეთ კადრები დაპატიმრებისა.
კომენტარები