ექიმი, არჩილ მარშანია:
შეგახსენებთ რომ, “მაგარი ნაშების” ქვეყანა, დიდიან პატარიანად, კაციან ქალიანად, იბრძვის ფიზიკურად, ყველა მოქალაქე, ტიკტოკი იქცა მოლოტოვის კოქტეილების და ჯავშანტექნიკის გატაცების ტუტორიალებად, ყოფილი თუ ახლანდელი ლიდერები ფიზიკურად იცავენ საკუთარ სამშობლოს, ქვეყანა დგას სისხლის ფასად და რაც მთავარია ღირსება არ დაკარგეს, თავაწეულები არიან, ყველა.
მთელი ცივილური სამყარო დგას მათ გვერდით.
“ძირძველი, მებრძოლი და მამაცი” ერი კიდე, “კავკასიური სულის მატარებელი” ცალი ხელით მჯიღზე და ცალით კიდე ყანწზე დღე და ღამე კაცობისა და დიადი მებრძოლი წარსულის ხსენებაში როა, დადის და სადაც შანსი აქვს ამ დროსაც კი ნაცებს გაიძახის პირდაპირ ან ირიბად, “პრაგმატულად ფრთხილობს” ემანდ ომი არ მოგვივიდეს ბრძოლა არ მოგვიწიოს შემთხვევითო, თან ღიად აცხადებს რო 2008 დაგვიპყრეს კაცო აწი რაღა აზრი აქვს, სიფრთხილე გვმართებს მერე ღვინოს ვეღარ გავყიდითო.
ეგ იცის საბჭოთა კავშირმა და წყალწყალა ღვინოზე დიმპიტაურმა.
აქვე, ძაან ტვინი მოი@@ნა ამ “ეს ფერად ტანსაცმლიანები გაიქცევიან და ომი ჩვენ მოგვიწევს” რიტორიკით, განსაკუთრებით თამადააბრაზნი ხალხისგან, ყანწზე მძიმე არაფერი რო არ აუწევიათ ცხოვრებაში.
აგერ ვარ წითელბოტასიანი, ყვითელქუდიანი და საყურიანი და არც ერთი არ მახსოვხართ 2008ში არც გორში და არც ტყვიავში.
მებრძოლი ეგრე არ ლაპარაკობს.
ბოლოს უკან დახევისას კბილებით ღრღნიდნენ ბიჭები ყველაფერს, სამშობლოს დაცვა სწყუროდათ, პირადად მე მთხოვდნენ დაჭრილი მეომრები, რომლებსაც სიარულიც კი არ შეეძლოთ უკან, საცეცხლზე პოზიციაზე წაყვანას, ვერ დადიოდნენ და ბრძოლის ველზე იწევდნენ ბჯო.
მეომრები სამშობლოსთვის ბრძოლაზე ეგრე არ ლაპარაკობენ!
ნუღა შეგვეცით ბლიად!!!”
კომენტარები