ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “მთავარ არხზე” გადაცემების ნაწილი იხურება, მათ შორისაა იუმორისტული შოუები. გუშინ ინფორმაცია ამის შესახებ ცნობილმა ტელესახემ, ნიკა ქავთარაძემ გაავრცელა.
გავრცელებული ინფორმაციით, მსგავსი პრობლემა აქვს გადაცემა “ლიტერატურულ სამკუთხედს.” გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი, მწერალი ნესტან ნენე კვინიკაძე აღნიშნულის შესახებ “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.
“აღარ გვაქვს სტუდია. ვეძებთ სივრცეს, საიდანაც შაბათს ლიტერატურული სამკუთხედი ეთერში გავა”, – წერს მწერალი.
კომენტარები