სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი:
“1921 ის ისტორიული დეჟავიუ… მაშინ დასავლეთმა (ინგლისმა) ხელები დაიბანა და მიიღეს სსრკ, რომლის დანგრევასაც 60 წელი ცდილობდნენ…
– იმედია ახლა მაინც არ გადგება დასავლეთი განზე და არ დაიბანს ხელს! პუტუნის რუსეთმა უნდა მიიღოს ადექვატური პასუხი ნეო-სსრკს ფორმირების მცდელობის გამო…
– ომი პუტინის გარდა არავის უნდა, პუტინია თავის ჯარით უკრაინის ტერიტორიაზე და არა პირიქით! პუტინია აგრესორი და დამპყრობელი და თუ საერთაშორისო ძალისხმევით ეს თავგასულობა არ შეჩერდა თუნდაც სამხედრო დახმარებით ჩვენთან საქართველოშიც 100 წლის თავზე აფრიალდება რუსული დროშა!
– ეს დაუშვებელია! ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს! 1937 წელი აღარ გვინდა, აღარ გვინდა რკინის ფარდები და ჟანგიანი ტანკები! აღარ გვინდა “თვითფრინავის ბიჭები” და აღარ გვინდა 9 აპრილი!
– დღეს საქართველოს ბედი ისევე როგორც მთელი ცივილიზაციის ბედი გადის კიევზე! თუნდ ჯარის გაგზავნა იყოს საჭირო ჩვენი მთავრობა ამისთვისაც უნდა იყოს მზათ! თუ რუსეთი უკრაინაში არ გადატყდა წელში მაშინ საქართველოს არც არავინ შეეკითხება არაფერს ისე გადაგვყლაპავენ!”
კომენტარები