ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა კოვიდი დაამარცხა. მან ამის შესახებ ინფორმაცია პირად “youtube”-ის არხზე გაავრცელა.
“ჩემი ავადმყოფობის მოკლე ისტორია ყველას გმადლობთ ლოცვისა და კეთილი სურვილებისათვის! პირველი სიმპტომები შაბათს, 31.10 გამომაჩნდა. თავიდან უბრალო გაცივება მეგონა, მაგრამ შემდეგ დავკარგე ყნოსვა და გემო, მიჭირდა გამოღვიძება და ცხვირში და ყელში ამოსუნქვისას სიმხურვალეს ვგრძნობდი. პირველი pcr ანალიზი, რომელმაც ვირუსი დამიდასტურა, ოთხშაბათს, 4.11 გავიკეთე. კვირის ბოლოს ავადმყოფობამ უკან დაიხია. თვითიზოლაციაში 2 კვირა გავატარე და შაბათს, 14.11 ჯერ სწრაფმა ტესტმა, ხოლო, მოგვიანებით pcr-მა უარყოფითი პასუხი აჩვენა, ანუ ვირუსი აღარ მაქვს. ამ მიზეზის გამო მცირე ლექსიც კი შევთხზი: აღარ მაშინებს ვირუსი: pcr მაქვს მინუსი”, – წერს მიტროპოლიტი ნიკოლოზი.
კომენტარები