9 აპრილს, წალენჯიხის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის თეატრალურ დარბაზში ჩატარდა ღონისძიება: ‘’აღარ მიყვარხარ აპრილო, სისხლიანი გაქვს კალთა…’’, რომელშიც მონაწილეობენ ქართული ენისა და ლიტერატურული წრის მოსწავლეები, ფოლკლორული ანსამბლი ”მამული”, (ხელმძღვანელი ბექა ზარქუა), ვოკალური ჯგუფი ”ნოტები” (ხელმძღვანელი სოფიო აბულაძე)
ღონისძიების ორგანიზატორები: მარინე შანავა და თეო კვარაცხელია.
ამავე წრის მოსწავლეები და ჩვენს ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი ‘’ლაკადა’’ (ხელმძღვანელი მერაბ ციმინტია) მონაწილეობას ღებულობდნენ კულტურის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, რომელიც 9 აპრილის სკვერში ჩატარდა.
კომენტარები