რუსთაველის თეატრის მსახიობი, თამთა ინაშვილი, ნინუცა მაყაშვილს სოლიდარობას უცხადებს.
ცოტა ხნის წინ, მან სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა.
„რუსთაველის თეატრი. სოლიდარობა ჩემს ერთგულ, ნამდვილ, მართალ მეგობარს ნინუცა მაყაშვილს. მე შენს გვერდით ვარ! ვიღაც-ვიღაცები ცდილობენ მისი სიმართლის უგულებელყოფას…”სადღაც ცისარტყელას მიღმა”არსებობს ასეთი სპექტაკლი, სადაც ერთმანეთს პარტნიორობას ვუწევთ მე და ბესო ზანგური. პროტესტის ნიშნად მე აღარ ვაპირებ, მასთან ერთად სცენაზე დგომას!!“,- წერს მსახიობი.
შეგახსენებთ, ნინუცამ აღიარა, რომ როდესაც მსახიობ ბესო ზანგურის ცოლი იყო მას ქმარი ხშირად სცემდა.
კომენტარები