ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა:
„დღეს ჩვენ, დაანონსებული პიკი არ გვაქვს, მაგრამ სწორედ, იმისთვის, რომ ეს პიკი არ ყოფილიყო, ჩატარდა მთავრობის მხრიდან არაერთი ღონისძიება და ასევე ჩვენი მოქალაქეების მხრიდან შესრულდა ყველა ის ვალდებულება და მოწოდება, რომელსაც ჩვენ მათ ვთხოვდით ორი თვის განმავლობაში. ყოველივე ამან, გამოიწვია ერთობლივი შედეგი, რის შედეგადაც ჩვენ უკე აღარ ვართ აპრილის და მაისის რიცხვებში იმის მოლოდინში, რომ გვქონდეს პიკი, არამედ ჩვენ უკვე გვაქვს პლატო. შემდეგი ღონისძიებების გატარების შედეგად კი არის მოლოდინი არის ამ პლატოზე შევძლოთ ინფექციების მართვა, რათა არ მოხდეს შემდგომი ეკონომიკური ზიანი სახელმწიფოსთვის“
GHN.GE
კომენტარები