23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედა გენერალურ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ითხოვს. თეონა თამაზაშვილი პროკურატურის შენობასთან დარჩენას მანამდე აპირებს, ვიდრე შოთაძე არ შეხვდება. იმ შემთხვევაში კი, თუ პროკურორი თამაზაშვილს არ შეხვდება, თამარ ბაჩალიაშვილის დედა შიმშილობის დაწყებას გეგმავს.
„მე აღარაფრის იმედი არ მაქვს, მაგრამ ყველაფერს ვცდილობ და ვაკეთებ”,- განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
კომენტარები