მამიდის ინფორმაციით, სოფო ყარალაშვილის ცხედარი იდენტიფიცირებულია – “აღარც სასწაულია და არც არაფერი. დღეს ორივე მიგვყავს თავის სახლში, სოფოც აღარ გვყავს“ – წერს მაიკო ყარალაშვილი რაჭის ფეისბუქ ჯგუფში, ერთ-ერთი პოსტის კომენტარებში.
და-ძმა სოფო და გიორგი ყარალაშვილები, 3 აგვისტოს შოვის სტიქიას ემსხვერპლნენ.
გიორგის გარდაცვალება 6 აგვისტოს დადასტურდა.
კომენტარები