ძალიან კარგი იქნება, როგორც პატრიარქის კურთხევით ტრადიცია არის დაწესებული, რომ შობას ფანჯრებში დანთებული სანთლებით ვხვდებით-ხოლმე, ახლაც იგივე ვქნათ, – ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერმა, დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა აჭარის ტელევიზიის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, რადგან კომენდანტის საათის გამო სააღდგომო ლიტურგიაზე საზოგადოებას არ შეუძლია წასვლა, შობის მსგავსად ფანჯარასთან დაანთოს ხალხმა სანთელი.
„რადგანაც კომენდანტის საათიდან გამომდინარე ღამისთევაზე არ შეგვიძლია წასვლა, ახლაც ფანჯრებში დავანთოთ სანთელი, მივესალმოთ ერთმანეთს „ქრისტე აღდგათი“ და მივულოცოთ ერთმანეთს ეს ბრწყინვალე დღესასწაული“ – განაცხადა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.
კომენტარები