“თქვენ ხედავთ რომ დისტანცია როგორ არის დაცული. ჩვენ აღდგომა დღესაც ვაპირებთ ამ დისტანციის დაცვას. ჩვენ პარალელურად შენობასაც ვამზადებთ, სადაც დაახლოებით შესაძლებელია 2000 ადამიანი დაეტიოს, სკამებსაც ვუმზადებთ ადამიანებს, ხმის გამაძლიერებებსაც დავამონტაჟებთ.” – ამბობს თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია „რუსთავი 2“-თან საუბრისას.
მისი თქმით, პირადად თხოვს ხელისუფლებას, დაეხმარონ აღდგომის ღამეს დისტანციის დაცვაში:
„მთელი ღამის განმავლობაში მოუწევთ ადამიანებს აქ ყოფნა. ადგილებსაც მოვნიშნავთ, რომ ადამიანები დისტანციურად იდგნენ. პირადად ვთხოვდი მთავრობის წარმომადგენლებს, რომ პირიქით, ამ ღამეს დაგვეხმარონ ამ დისტანციების დაცვაში.”
კომენტარები