“ბაუჰაუს” თანამშრობლების გარდაცვალების საქმე – გარდაცვლილი გოგონას ახლობლის ინფორმაციით, გიორგი შალამბერიძის და ბაია ბერუაშვილის ცხედრებს ვიზუალური დათვალიერებით ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ, ამიტომ ოჯახის ახლობლები უბედურ შემთხვევას განიხილავენ.
ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა ბაია დაბალი მოაჯირიდან მტკვარში გადავარდა და შემდეგ, მისი გადარჩენა გიორგი შალამბერიძემ სცადა.
“ბაია ძალიან მოწესრიგებული გოგო იყო, თბილი, უკარგესი ადამიანი. უნივერსიტეტში ფსიქოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა, ერთი პერიოდი “ბორმენტალში” მუშაობდა ფსიქოლოგად. მერე იყო ამ ბარის თანამშრომელი, მაგრამ როგორც შევიტყვე, ბოლო დროს კომპანია “ბილაინში” მუშაობდა. იქიდან წამოსვლას აპირებდა, განცხადებაც ჰქონდა დაწერილი, რატომ მოდიოდა არ ვიცი, მაგრამ როგორც მითხრეს, სექტემბერში უკვე მოდიოდა სამსახურიდან. ამ ბარში ახლა მუშაობდა თუ არა, არ ვიცი. სულ ვეხუმრებოდი, მაინცდამაინც ჯავახიშვილი უნდა დაგემთავრებინა ბარში რომ გემუშავა-მეთქი. სურდა თანხა მოეგროვებინა და თავისი ბარი ჰქონოდა.
როგორც ამბობენ, იქ მეგობრის დაბადების დღეზე იყო მისული, შეიძლება ბარის ყოფილ თანამშრომელს ჰქონდა დაბადების დღე და იქ მივიდა. ერთი ის ვიცი, რომ ნარკოტიკს არასდროს გაეკარებოდა, ძალიან კარგი ახალგაზრდა იყო, კარგი ოჯახის შვილი. განადგურებულები ვართ ამ ამბით. წარმოუდგენელია იმის დაჯერება, რომ ბაია აღარ გვყავს. გარდაცვლილ ბიჭს არ ვიცნობდი, მაგრამ მასაც ყველა დადებითად ახასიათებს. რა მოხდა, არ ვიცით. როგორც ოჯახის წვერები ვარაუდობენ, სავარაუდოდ გადავარდა იქიდან, ან მიეყუდა რაღაცას და გადავარდა, შემდეგ ეტყობა ბიჭიც მისაშველებად გადავარდა. სხვა ვერსია არ გვაქვს. ის რომ ნასვამები იყვნენ, ცნობილია, ამიტომ უფრო მეტად განიხილება უბედური შემთხვევა”, – ამბობს მეგობარი “კვირის პალიტრასთან”- სთან.
წყარო: კვირის პალიტრა
კომენტარები