ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ ლევან ლომიძეს გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან დარბაიძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებული, რომელმაც განაცხადა რომ ბრალს აღიარებს და თავს დამნაშავედ ცნობს. ლომიძის აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების საკითხი პროკურორმა მიხეილ ბერიანიძემ დააყენა და ამის მიზეზად ბრალდებულის მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე დაასახელა. პროკურორის შუამდგომლობას დაეთანხმა დაცვის მხარეც. ლომიძეს სახაზინო ადვოკატი იცავს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ყოფილი მეუღლე მოკლა და მიიმალა. ლევან ლომიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაქათუბანში, რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.
ნიუპოსტი
კომენტარები