საქართველოში მოქმედი ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგში მომუშავე პროფესიული ასოციაციები განცხადებას ავრცელებენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ – აღკვეთოს მოსმენების უკანონო და მანკიერი პრაქტიკა, გაანადგუროს არსებული ჩანაწერები, გამოიძიოს ამ პრობლემის ფესვები და მოახდინოს ცვლილებები.
“გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა ქვეყანაში ისმინება და შესაბამისად, არ არის დაცული ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების – ფსიქოლოგიური კონსულტირების, ფსიქოთერაპიის, ფსიქიატრიული დახმარების – უსაფრთხოება. ეს დიდ ზიანს აყენებს იმ ადამიანებს, ვინც დახმარებისთვის მიმართავს შესაბამის მომსახურებასა და სპეციალისტებს, და შესაძლოა ტრაგიკულ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ეს, ასევე, ზიანს აყენებს ზოგადად ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული დახმარების საქმეს, რამდენადაც ფსიქიკური ჯანმთელობის მომსახურების საბაზო ეთიკური წესების განხორციელებს შეუძლებელს ხდის.” – წერია განცხადებაში
ხელმომწერი ასოციაციები და ორგანიზაციები:
- GIP გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში
- GCRT წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინორეაბილიტაციის ცენტრი
- საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება
- GABP საქართველოს სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაცია
- საქართველოს იმდიარ საზოგადოება
- სუპერვიზიის და კონსულტირების საქართველოს საზოგადოება
ხელმომწერი ორგანიზაციების სია განახლებადია.
კომენტარები