ბლოგერი, ლევან ყურაშვილი:
“გეცოდინებათ, უკრაინელები გერმანიაში პეტრიორებზე სწავლებას გადიან.
ჰოდა, გაოცებულან ინსტრუქტორები, დაგეგმილზე სწრაფად ითვისებენ მეზენიტეები ტექნიკასო.
გაუკვირდათ თურმე, S300-ის ოპერატორები, რომლებსაც რეალურ საბრძოლო სიტუაციაში, ასობით რუსული რაკეტა აქვთ ჩამოგდებული, ასე სწრაფად როგორ ითვისებენო.
აქვე შემდეგ გაოცებებსაც დავაანონსებ:
მაგალითად გაოცდებიან, როცა აღმოაჩენენ, რომ 60 წლის უკრაინელ ტანკისტს, რომელიც ბოლო 9 წელია ომობს, თურმე სულაც არ სჭირდება 3-4 თვე გერმანული ლეოპარდ 2-ის ასათვისებლად.
გაუკვირდებათ უკრაინელი ტექნიკოსის, რომელსაც თოვლში, ყინვაში და წკვარამში ასობით საბჭოთა ხლამი აქვს გამონათრევი ჭურვების ქვეშ და გარემონტებული, როგორ სწრაფად ახერხებენ ახალი ტექნიკის მომსახურების ათვისებას.
აი, იმას რომ აღმოაჩენენ, რომ თურმე, უკრაინული Su27/Mig29/Su25-ის პილოტებს, რომლებსაც ასეულობით საათი აქვთ ნაფრენი მტრის პოზიციებზე, ულტრადაბალ სიმაღლეებზე, 1 წელი საერთოდ არ სჭირდებათ F16-ის ასათვისებლად, შეიძლება ყბაც ჩამოუვარდეთ.”
კომენტარები