უკვე დასრულდა გია ხარჩილავას გამოკითხვა პოლიციის სამმართველოში. წალენჯიხის მერი მომხდარს მის საქმიანობას უკავშირებს, ვარაუდობს, რომ მისი მანქანის დაწვა პოლიტიკური გზავნილია.
„ძირითადად, შეკითხვები ეხებოდა ხანძრის წინა ვითარებებს. ანუ წინა ვითარებებს, მანქანის მდგომარეობას, გამართულობას და ვუპასუხე, რომ 100%-ით გამართული იყო მანქანა. ვუთხარი რა დროს მოვედი, ვუთხარი როგორ გავიგე ხანძრის შესახებ და ამასთან, მთავარ შეკითხვაზე, წინა პერიოდში იყო თუ არა რაიმე მუქარები ან რაღაც უჩვეულო ხომ არ შემინიშნავს რამე განსაკუთრებული ვითარება, ვუთხარი, რომ მსგავსი რამ არ ყოფილა, მაგრამ ჩემი დასკვნებით წარმოვიდგინე ის კვალი, ნამწვის ზოლი მაძლევდა სრულ უფლებას იმაზე, რომ მევარაუდა, რომ ეს გახლავთ ადამიანის მიერ გაჩენილი ხანძარი… ეს არის ძალიან მძიმე შემთხვევა, ეს არ არის მხოლოდ მანქანის განადგურება ცეცხლის წაკიდებით, აქ იყო საშიშროება, რომ ბენზინის ავზი იყო სავსე და მისი აფეთქების შემთხვევაში, სამეზობლოში ხანძრის გაჩენის და სასიცოცხლო საფრთხეების შექმნის, – თქვა ხარჩილავამ.
გია ხარჩილავას მანქანა მისსასვე სახლის წინ გამთენიისას დაწვეს. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, დაწმვარი მანქანა კი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. “მთავარი არხის” ინფორმაციით, გზის მეორე ნაპირიდან დიდი რაოდენობით საწვავის კვალია, ხოლო რამდენიმე მეტრში აღმოჩენილია ბოთლი, რომელიც სამართალდამცველებმა ექსპერტიზაზე წაიღეს. არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე ფეხით გადაადგილდებოდა.”
კომენტარები