ჟურნალისტი ხატია სიჭინავა ჟურნალ “გზასთან” ამბობს:
“ახლა ყველა პირბადით დადის, მათ შორის, ბავშვებიც. ვიღაც თვლის, რომ ეს აუცილებელია და მათ არჩევანში არ ვერევი, მაგრამ ჩემი შვილებისთვის პირბადე ერთი დღითაც არ ამიკეთებია.
ვთვლი, რომ ბევრად უფრო ჯანმრთელები არიან, რადგან არ ვასუნთქებ ნახშირორჟანგს. ჩემთვის ეს არის მისაღები და სწორი…
2012 წელს ჩემი არჩევანი გავაკეთე და მეგონა, რომ ცუდს ვცვლიდი კარგით. აღმოჩნდა, ცუდი უარესით შევცვალე. ახლა მე მთავრობის შესაცვლელად არ ვიბრძვი, თუმცა შეჯანჯღარება და აზრზე მოყვანა ნამდვილად საჭიროა. ჩემთვის მთავარია, მიიღონ ლოგიკური გადაწყვეტილებები და შეიმუშავონ სწორი გეგმა. არ მინდა, სკოლები რომ გაიხსნება, ერთ კვირაში ისევ დაკეტონ…
ოჯახში ბევრი დაბრკოლება იჩენს თავს, მაგრამ თუ მართლა გიყვარს, პრობლემებს გაუმკლავდებით და მაშინ სპილენძი ოქროდაც მოგეჩვენება. ეს შემდგარ ოჯახში ჩვეულებრივი ამბავია. გაჭირვება რთული გადასატანია. ამ პანდემიის პერიოდში არ მეგულება ოჯახი, რომელსაც ასე თუ ისე, ფინანსური პრობლემები არ შეეხო. ბევრი ოჯახი გამოწვევებს ტრაგედიად აღიქვამს და ინგრევა, რაც სიყვარულის ნაკლებობაზე მიანიშნებს. უნდა შეძლო და მეუღლეს გაჭირვება ჯოჯოხეთად არ უქციო…”
ჩემი ქმარი ხშირად მეტყვის ხოლმე, რატომ ბავშვობისას არ შევხვდით ერთმანეთსო?.. რაც შეეხება იმას, გვსურს თუ არა, ვიყოთ კაცის უკანასკნელი სიყვარული, ესეც მართალია. იმაზე ფიქრს არც კი დავუშვებ, რომ ჩემ შემდეგ ვინმემ შეძლოს და რამაზს თავი შეაყვაროს…”
კომენტარები