„ეს ექსპერიმენტული კვლევები სწორედ ამის დასადგენად ჩატარდა. ამიტომაც არის, რომ 45 მოხალისეს გაუკეთა ვაქცინა.“
„ალიას“ ესაუბრება ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი:
– თქვენ ერთ–ერთ ინტერვიუში საუბრობდით, თუ სწორად მახსოვს, რომ ცხოველებს აქვთ იმუნიტეტი…
– ცხოველებს არა აქვთ იმუნიტეტი, კვლევების დროს, როცა ცხოველს ხელოვნურად შეუყვანეს ვირუსი, გამოჯანმრთელების შემდეგ ლაბორატორიულად აღმოჩნდა, რომ ცხოველში შეუძლია ამ ვირუსს დატოვოს მყარი იმუნიტეტი, ანუ მეორეჯერ არ დაემართებათ, მაგაზეა საუბარი.
– ეს საფუძველს გვაძლევს, ვივარაუდოთ, რომ ადამიანშიც დატოვებს მყარ იმუნიტეტს?
– დიახ, ასეა. ეს ექსპერიმენტული კვლევები სწორედ ამის დასადგენად ჩატარდა. ამიტომაც არის, რომ 45 მოხალისეს გაუკეთა ვაქცინა. დიდი ალბათობით, ვაქცინამაც კი შეიძლება ძლიერი და მყარი იმუნიტეტი დატოვოს და ადამიანებს აღარ შეხვდეს, ბუნებრივი გადატანის შემთხვევაში, თუ სახეცვლილება არ განიცადა ვირუსმა. თუმცა, ვირუსებს ახასიათებს შტამობრივი და სახეობრივი ცვლილებები, როგორც გრიპის ვირუსს, გრიპის ვირუსის დროს სხვადასხვა ვაქცინა კეთდება, რადგან წინა წლის შტამი ხშირად არ ემთხვევა წლევანდელს. ეს არის ვირუსებისთვის დამახასიათებელი თვისებები.
„ალია“, თამო კეშელავა
კომენტარები