ფოტო – მთავარი არხი
“მთავარი არხის” ინფორმაციით, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსიდან ოჯახს ასახლებენ. ადგილზე პოლიცია და აღსრულების ბიუროა მობილიზებული.
არსებული ინფორმაციით, აღსრულების სამსახური ბინაში შესვლას, სადაც 3 თვის ბავშვი ჰყავთ, რკინის კარის გაჭრით ცდილობს.
მეპატრონე ამბობს, რომ ბინა 2008 წელს იპოთეკური სესხით დატვირთეს და 2013 წლამდე იხდიდნენ, ამის შემდეგ ბანკის თანამშრომლებმა მათ ურთიერთობის გაგრძელება კერძო მევახშესთან ურჩიეს და პრობლემებიც სწორედ ამის შემდეგ დაიწყო. როგორც ისინი ამბობენ, მევახშეს მოთხოვნით ბინა გაუყიდეს.
კომენტარები