ბლოგერი, ლევან ყურაშვილი:
“სერვისების განვითარების სააგენტომ მოქალაქეობის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება პრეზიდენტს გადაუგზავნა.
სალომეც შემოჰკრავს ბუკსა და ნაღარას და ზარ-ზეიმით მოაწერს ხელს.
ეროვნული ბანკი ცას ეწევა სიხარულით და ქ-ნი ნათელა იტყვის, რომ რახან ფარცხალაძე მოქალაქე აღარაა, მისი დასანქცირებაც პრობლემა არაა.
ბანკებიც კვერს დაუკრავენ და იტყვიან, რომ ქვეყნის მთავარი ბოროტების ანგარიშები გაყინულია.
აღტკინებული და ოფლში გახვითქული ბაბლი ირბენს ბანკების ფეიჯებიდან სალომეს ფეიჯებამდე გულების საწერად.
სებ-ის საგამონაკლისო რეგულაცია კი ძალაში დარჩება.
რათა, ქართულ ფინანსურ სექტორში დიდი ხვრელი დატოვონ მომავლისათვის, როცა ამერიკა კიდევ რამდენიმე ბიძინას “კაშილოკს” ან თავად მამა-მარჩენალს მიასანქცირებს, ფინანსური ოპერაციების განხორციელება მშვიდად და აუჩქარებლად შეძლონ.
ჭირი იქა, თუ როგორც არის!”
კომენტარები