სუს–ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის შვილი, ნინი გოგაშვილი, სოციალურ ქსელში წერს:
“სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზა ჩვენს სახლში ახლაც მიმდინარეობს, 6 საათის წინ დაიწყო აღწერა. აღწერეს გათბობის რადიატორები, ხელსაბანი ნიჟარები, ტრაპები, შტეფსელები, კონდინციონერები, შპალერები, ჭაღები, უნიტაზები, პლინტუსები და ა.შ აქედან გამომდინარე, დღეს ვერ ასწრებენ ექსპერტები აღწერის დასრულებას და კიდევ მოვლენ გამომძიებლებთან ერთად.”
შეგახსენებთ, დილიდან სამართალდამცველები სოსო გოგაშვილის სახლთან იმყოფებიან. გამომძიებლებთან ერთად არიან ექსპერტებიც, რომლებმაც სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის უძრავი ქონება და შიდა სივრცე უნდა აღწერონ და დაათვალიერონ.
კომენტარები