საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტში სიტყვით გამოდის და ყოველწლიურ მოხსენებას კითხულობს:
“ქვეყანაში მაღალია უმუშევრობის დონე, ამავე დროს პროფესიონალების დეფიციტიცაა ყველა სფეროში.
პროფესიონალიზმის დახვეწა და საკუთარი ძალების მოზიდვა უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური მსჯელობის საგანი.
ცხადზე ცხადია, სოციალური მდგომარეობის გარდა მიგრაციის მკვებავი აგრესია, შეურაცხყოფა და სიძულვილია. სწორედ ეს აგრესიაა, რაც აქედან ჩვენს ახალგაზრდებს წასვლისკენ უბიძგებს.
ულტრალიბერალიზმის მახინჯი ფორმები, გადაფასებას იწვევს. ხელი უნდა შევუწყოთ იმას, რაც ჩვენთვის ბუნებრივი და ტრადიცულია, ესაა შემოქმედებითი წარმოება – ღვინის, მაგალითად.
ახალ ეკონომიკაში არ უნდა დავივიწყოთ ქართული ღირებულება – სოლიდარობა, სოლიდარობა თაობათა შორის, მოწყვლადი ჯგუფების მიმართ. ეს არის განვითარების იმ გზა, რომელიც საქართველოს – საქართველოსთან დააბრუნებს.”
კომენტარები