2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა. 7 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ინტერვენცია განახორციელა, რასაც ქართულმა თავდაცვის ძალებმა 8 აგვისტოს უპასუხეს.
5-დღიანმა ომმა საქართველოს 412 მოქალაქე შეიწირა. მათ შორის 169 ჯარისკაცი.
150 000-მდე პირი შეიარაღებული კონფლიქტის შემდგომ იძულებით გადაადგილებული და საკუთარ ქვეყანაში ლტოლვილის სტატუსის მქონე გახდა.
რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და არღვევს “ცეცხლის შეწყვეტის შესახებ” შეთანხმებას.
კომენტარები