დეპუტატი, ანა წითლიძე, აქვეყნებს აფხაზეთის მე–10 სკოლის ფოტოებს და წერს:
“აი აგერ! სადაც სახელმწიფოს არ შეუძლია აკეთებენ სკოლები და მოქალაქეები. აფხაზეთის მე-10 სკოლაში როგორც თვითონ წერენ საცდელი მაგრამ პირველკლასელთა უფასო კვების (ერთკვირიანი) პროგრამა განხორციელდა.
სკოლებს, მუნიციპალიტეტებს ამ მხრივ სჭირდება დახმარება და შემდეგ ძალიან ბევრს თვითონაც შეძლებენ.
680 ლარი თითო ბავშვზე წელიწადში არის ის რაც სახელმწიფოს შეუძლია გაიმეტოს იმისთვის რომ ბავშვებს სკოლებში არ შიოდეთ.”
კომენტარები