ჟურნალისტი ეკა ხოფერია, რომლის უფროსი შვილი ანანო გერმანიიდან ჩამოფრენის შემდეგ თვითიზოლაციაშია, სოციალურ ქსელში წერს:
„მიუნხენი-თბილისის რეისი შესრულდა. ყველა თბილისშია. მათ შორის, ჩემი შვილიც. პროცედურა იყო ასეთი: დაგვირეკეს გუშინ , მოვიდნენ, დეტალურად შეამოწმეს ბინა, ყველაფერი. აგვიხსნეს, მოგვცეს ინსტრუქცია, როგორ და რა უნდა გავაკეთოთ. აეროპორტიდან სპეც. მანქანით მოიყვანეს , გამოგვართვეს გასაღები , მიაცილეს და ანანო გავიდა ორკვირიან თვითიზოლაციაში.
ახლა რა მინდა ვთქვა, მთავარი! უდიდესი მადლობა ამ მართლაც ფასდაუდებელი შრომისთვის თქვენ ყველას, ვინც 24 საათი დაუღალავად შრომობთ, ყველას! ჩვენს საელჩოებს, საკონსულოებს, აეროპორტის თანამშრომლებს, საგანგებო სამსახურს, მესაზღვრეებს, ექიმებს, მთელ მედპერსონალს და ზოგადად ხელისუფლების ყველა რგოლის წარმომადგენლებს. გავა დრო და ამას ასიათასჯერ დავწერთ და ვიტყვით.
ჩვენი მადლიერება კი იქნება უმაღლესი დონის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რაც გამოიხატება ორ სიტყვაში: დავრჩეთ სახლში .
გაასმაგებული ყურადღებითა და სამაგალითოდ სწორედ ახლადდაბრუნებული და ჩამოსული მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები უნდა მოვიქცეთ .
ყველა მშობელს გისურვებთ ძალიან მალე თქვენი შვილების დაბრუნებას და ზუსტად ვიცი, ეს უმოკლეს დროში მოხდება მშვიდობიანად და კარგად. არ იღელვოთ, რთულია, მაგრამ ეცადეთ
და აი, ახლა ცოტა ყელში ბურთი მაქვს გაჩხერილი, მეტს ვეღარ დავწერ. მოკლედ, მაგრად დავდგეთ , მეგობრებო, და დავძლევთ .
მოგვიანებით, ეკა ხოფერია თვითიზოლაციაზე კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს:
„ თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები , ცხადია, სადღაც ცხოვრობენ. ეს სადღაც შეიძლება იყოს ჩვენი საცხოვრებელი კორპუსი.( ჩემთანაც იქირავა ორმა) გარკვეულწილად, ამ კუთხითაც საჭიროა ჩვენი თანადგომა. მითუფრო, რომ უმკაცრესად იცავენ ყველა წესს შესაბამისი სტრუქტურები. არავინ იცის, ვის როდის და სად დასჭირდება თვითიზოლაცია. ამ კუთხითაც ღირს მეტი განმარტება და მზადყოფნა. ( სტუდენტების მშობლებო, ამ კუთხითაც მოემზადეთ )“
კომენტარები