პოლიტიკოსი, გიგა ბოკერია, ლაზარე გრიგორიადისის დაკავებას ეხმაურება და წერს:
„ამ ახალგაზრდის დაკავება ავტომატურად მინიმუმ შერჩევითი სამართალია იმ რეჟიმისგან, რომელიც პუტინისტური ძალადობის ორგანიზატორებს არ სჯის და პუტინისტ მოძალადეებს, რომელიც პოლიციას ქვებს ესვრის ხოლმე, უბრალოდ აჯარიმებს.
თუმცა ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებამ სულ სხვა ხარისხში აიყვანა ეს ყველაფერი და აშკარაა, რომ ყოველგვარი მტკიცებულებების გასაჯაროვების გარეშე დაკავებული შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს, მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა.
აი ამ ამაზრზენ მეთოდს ხმარობენ, ამის პირდაპირი დასტურია ამ სამარცხვინო ადამიანის, კობახიძის სამარცხვინო განცხადება“
“ორიენტაციაარეული, გზასაცდენილი კაცი” – კობახიძე მარტის აქციის დაკავებულ მონაწილეზე
კომენტარები