აშშ-ში მცხოვრები ექიმი, ზურაბ გურული:
,,ახლა მთავარია წონასწორობა არ დავკარგოთ. წინ არჩევნებია, სადაც “ოცნება” სასტიკად დამარცხდება. ყველა ტრიბუნა უნდა იქნეს გამოყენებული საერთაშორისო პოლიტიკური წრეებისათვის ხმის მისაწვდენად. პარლამენტში უნდა გაგრძელდეს მგზნებარე დისკუსია; საჭიროა რამდენიმე საგამოძიებო კომისიის ერთდროულად შექმნა. უნდა დავირაზმოთ საქართველოს პრეზიდენტის ირგვლივ, რომლის სიმამაცე და პრინციპულობა მისაბაძია. ის არის ახლა ოპოზიციის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი.
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ პოლიტიკური პროცესები სტაბილურად გაგრძელდეს. შევადგინოთ ერთი დიდი პეტიცია, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის წევრობას; საქართველოს მთავრობა ქართველი ხალხი არ არის…
– აი ამ მესიჯებით ვინც კვებავდით და კვებავთ საქართველოს მოსახლეობას ბოლო 4-5 წელია, ძალიან ცუდი ხალხი ხართ; და ძალიან სულელებიც; პოლიტიკაშიც და ისეც, ზოგადად!”
კომენტარები